пятница, 5 августа 2011 г.

wordpressze gadavedi

wordpress gadavedi da iq gelodebiT yvelas.. shemodit  http://teennewson.wordpress.com/  chems axal blogze

მინდა ვიყო ბლოგერი

ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი, რომ რაღაც ახლის გაკეთება მომინდა, მომბეზრდა ყოველდიურად facebook -ში ჯდომა და უაზრო მიწერ-მოწერა. თანაც ხელსაყრელი პირობებიც მაქვს ჩემდა სამწუხაროდ, ზაფხულია მე კიდე ვერსად მივდივარ, რაღა დამრჩენია ამ სიცხეში წერის გარდა, თანაც ეროვნული გამოცდებიც წელს ჩავაბარე და პასუხებს ველოდები, მოკლედ ემოციურად საკმაოდ დატვირთული ვარ. ასე, რომ თქვენ გაგანდობთ ჩემს აზრებს, რაც არ უნდა სულელურად მიიჩნოთ ისინი. მინდა წერა და მოდი თქვენი ნებართვით დავიწყებ ამ ბლოგერობას, ერთად ვნახოთ რა გამომივა. ამ გადასახედიდან საკმაოდ საინტერესოდ მიმაჩნია, იმედია ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდები. ხო და კიდევ მთავარი, ვინც ჩემს ბლოგზე მოხვდებით, ეს იქნება გამოცდილი ბლოგერი, უბრალო მკითხველი თუ გზააბნეული არ მოგერიდოთ რჩევებს დიდი სიამოვნებით მივიღებ….

четверг, 4 августа 2011 г.

მინდა გავფრინდე



მინდა გავფრინდე, გავსცდე კამარას,
თითქოს სამყარო ჩემთვის არ კმარა,
ვიგრძნო სილაღე, თამაში ქარის,
მინდა მჯეროდეს სულის ძახილის,
რაც მას სწადიან იქცეს სურვილად.
გავიჭრა ცაში, ვიქცე ღრუბელად,
წვიმად დავბრუნდე, ცვარისა ნამად,
თითქოს მწადიან სიცოცხლე მარად.
 


ხვეულად შლილ მაისის ვარდი

ლექსი დაწერის მცდელობა.. კრიტიკულად არ შეაფასოთ, მე ხომ პოეტი არ ვარ.. :)))

  • ხვეულად შლილი მაისის ვარდი
  • და გაზაფხულის სურნელი ნაზი,
  • თეთრი ბულბულის გალობა, სტვენა
  • და საამური ფერთა სინთეზი,
  • მაისის წვიმა ჟინჟლად მოსული
  • და მიწა მისით მოსილი
  • გადაიფარავს წვიმის საბურავს
  • მზის სხივთა ცხუნვის ამრიდავს,
  • ეს საამური სურათი ქვეყნის
  • გამოაღვიძებს მიმალურ გრძნობებს
  • ვით წვიმა დამზრალ ყვავილებს...
  • აღიმართება დიდი ზვირთები,
  • ჩაიხლართება გულის სიღრმეში,
  • თითქოს სწადიან გულის ტაცება
  • ამქვეყნიური ამაოებისგან... 

facebook mania







facebook-ი , ის სოციალური ქსელია, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო და ნებით თუ უნებლიეთ ჩვენ ყველანი მის სივრცეში აღმოვჩნდით. გავხდით მასზე დამოკიდებული. იგი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი შეიქმნა, მისი მევეობით ვცდილობთ კონტაქების დამყარებას, რათქმაუნდა ვირტუალურად, რაც საშუალებას გვაძლევს დიდი ხნის უნახავი ახობლები მოვიკითხოთ და კომპიუტერის მევეობით მაინც გვქონდეს მათთან კავშირი, მაგრამ facebook- ის ფუნქცია მხოლოდ ეს არ არის, მას სხვა ბევრი დატვირთვაც აქვს. მისი თამაშები, სხვადასხვა აპლიკაცია ძალიან მიმზიდველი და სანტერესოა, ეს ყველაფერი ზომიერების ფარგლებში მშვენიერია, მაგრამ გაჩნდა პრობლემა facebook მანია, მრავალი ადამიანი მიეჯაჭვა facebook-ს , 24 საათის განმავლობაში მის გარეშე ვეღარ ძლებს და სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებს უკანა პლანზე აყენებს. ბევრი თქვენგანი დამეთანხმება, რომ facebook-ს დადებით თვისებებთან ერთად უარყოფითი მხარეც საკმაოდ დიდი რაოდნობით აქვს, მათ შორის უმნიშვნელოვანესია დროის ფაქტორი, მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ იგი აღარ უნდა გამოვიყენოთ, პირიქით, გამოვიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ ზომიერების ფარგლებში. ამ სოციალურმა ქსელმა საართველოში ბოლო წლებია საკმაოდ მყარად მოიკიდა ფეხი და პოზიციები დაათმობინა ისეთ სოციალურ ქსელებს, როგორიცა მაგალითად ადნაკლასნიკები ...


შარშანდელთან შედარებით წელს აბიტურიენტებმა უკეთესი შედეგი აჩვენეს


2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოწმებული საგნების მაჩვენებლების მიხედვით, შარშანდელ წელთან შედარებით აბიტურიენტებმა უკეთესი შედეგი აჩვენეს. 
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, სულ ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 34 000 აბიტურიენტი აბარებს. აბიტურიენტებმა საუკეთესო შედეგი ქართულ ენაში აჩვენეს, სადაც აბიტურიენტების მხოლოდ 6.4%ჩაიჭრა, უნარ ჩვევებში 7%, უცხო ენებში 12%-მა ვერ გადალახა ბარიერი, რაც შარშანდელ წელთან შედარებით მონაცემების მკვეთრი გაუმჯობესებაა.
რაც შეეხებაა არჩევით საგნებს, მათემატიკა მეოთხე საგნად წელს აბიტურიენტების 33.6%-მა აირჩია, საიდანაც 30% ჩაიჭრა, რაც საერთო აბიტურიენტების რაოდენობის 10%-ზე ნაკლებია. წელს ეს მაჩვენებელიც უკეთესია 2010 წლის მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც ჩაჭრილთა რაოდენობა 35%-ს შეადგენდა.
ხვალ, 3 აგვისტოს, ისტორიის გამოცდების შედეგები დაიდება, რომელიც აბიტურიენტების 36%-ს აქვს არჩეული, გეოგრაფია 9%-ს, ლიტერატურა 17%-ს, ფიზიკა 1%-ს, ქიმია 2.7% ხოლო ბიოლოგია10.5%-ს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ უსურვებს წარმატებას ყველა აბიტურიენტს და მოხარულია იმ ფაქტით რომ წლევანდელი შედეგები, შარშანდელი ეროვნული გამოცდების შედეგებთან შედარებით გაუმჯობესებულია. ასევე შეახსენებს საზოგადოებას, რომ არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს ჩარიცხვის 100%-იანი მაჩვენებელი. მაგალითისთვის, შარშან, ამერიკის შეერთებულ შტატებში მსურველთაგან 68% გახდა სტუდენტი, ხოლო აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 2010 წელს დაახლოებით 30%-ს შეადგენდა.

მეგა ვარსკვლავი ენრიკე იგლესიასი ბათუმში



მსოფლიო დონის კონცერტი mtv ის ლოგოს ქვეშ და ეს ყველაფერი ჩვენთან საქართველოში. ამჯერად ბათუმს ენრიკე იგლესიასი ეწვია ტურნე ”ეიფორიას” ფარგლებში, მან რამდენიმე საათიანი ამაღელვებელი და დაუვიწყარი შოუ პროგრამა აჩუქა არა მარტო ქართველ მაყურებლებს, არამედ უცხოელ ტურისტებს და mtv ის მრავალათასიან მაყურებელს. კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი შემსრულებლებიც, მათ შორის: სოფო ნიჟარაძე, სტეფანე და 3G და ჯგუფი ელდრაინი. შოუ პროგრამა დაახლოებით 10 დღეში გავა ტელეეკრანებზე და მას მსოფლიოს 152 ტელევიზიაში უჩვენებენ, მათ შორის საქართველოშიც.


ეროვნული გამოცდები

ეროვნული გამოცდები 21 ივნისს დამთავრდა. ახლა უკვე გამოცდების ეროვნული ცენტრი ქულების გამოცხადებას იწყებს. რიგი საგნების შედეგები უკვე ცნობილია, მათ შორისაა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, უნარები, ისტორია, მათემატიკა,გეოგრაფია. წელს საკმაოდ კარგი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქულების რაოდენობის მიხედვით, მაგრამ საკმაოდ ბევრი აბიტურიენტიც ჩაიჭრა, რამაც კონკურენცია შედარებით შეასუსტა. ეროვნული ცენტრი განაგრძობს შედეგების გამოქვეყნებას, ყველა აბიტურიენტს წარმატებას ვუსურვებ და რათქმაუნდა სტატუსის შეცვლას, აწ უკვე სტუდენტად მოხსენიებას.