четверг, 4 августа 2011 г.

მეგა ვარსკვლავი ენრიკე იგლესიასი ბათუმში



მსოფლიო დონის კონცერტი mtv ის ლოგოს ქვეშ და ეს ყველაფერი ჩვენთან საქართველოში. ამჯერად ბათუმს ენრიკე იგლესიასი ეწვია ტურნე ”ეიფორიას” ფარგლებში, მან რამდენიმე საათიანი ამაღელვებელი და დაუვიწყარი შოუ პროგრამა აჩუქა არა მარტო ქართველ მაყურებლებს, არამედ უცხოელ ტურისტებს და mtv ის მრავალათასიან მაყურებელს. კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი შემსრულებლებიც, მათ შორის: სოფო ნიჟარაძე, სტეფანე და 3G და ჯგუფი ელდრაინი. შოუ პროგრამა დაახლოებით 10 დღეში გავა ტელეეკრანებზე და მას მსოფლიოს 152 ტელევიზიაში უჩვენებენ, მათ შორის საქართველოშიც.


Комментариев нет:

Отправить комментарий