четверг, 4 августа 2011 г.

მინდა გავფრინდე



მინდა გავფრინდე, გავსცდე კამარას,
თითქოს სამყარო ჩემთვის არ კმარა,
ვიგრძნო სილაღე, თამაში ქარის,
მინდა მჯეროდეს სულის ძახილის,
რაც მას სწადიან იქცეს სურვილად.
გავიჭრა ცაში, ვიქცე ღრუბელად,
წვიმად დავბრუნდე, ცვარისა ნამად,
თითქოს მწადიან სიცოცხლე მარად.
 


Комментариев нет:

Отправить комментарий